მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ამ დროისთვის დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა,  ნათქვამია უწყების ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელმაც დღეს მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით 1979 წელს დაბადებული მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელსაც ამ დროისთვის რეგიონულ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე(„განზრახ მკვლელობის მცდელობა“) და 236-ე მუხლებით(„ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა“) მიმდინარეობს, რაც 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს