საზღვარზე საქართველოს, ყირგიზეთის და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

დაკავებულებს ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად  გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკეთის ორი, ყირგიზეთის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე  კარწახის სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

დაკავებულებს ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.