თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინციდენტი მიცკევიჩის ქუჩაზე ერთი საათის წინ მოხდა მოხდა.
დაშავებული, რომელსაც ჭრილობა ცეცხსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე(„განზრახ მკვლელობის მცდელობა“) და 236-ე მუხლებით(„ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა“) მიმდინარეობს, რაც 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.