ბათუმში მარია ჩუბაროვას გამოფენა გაიხსნა

გალერეა  Contemporary Art Space–ში 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik.  ახალგაზრდა რუსი მხატვრისა და გრაფიკოსი დიზაინერის მარია ჩუბაროვას გამოფენა Cycles Of Life („ცხოვრების ციკლი“) ბათუმში გაიხსნა.

ექსპოზიცია გალერეა Contemporary Art Space–ში დამთვალიერებლისთვის შაბათს, 22 სექტემბერს  გაიხსნა. 

„პროექტის იდეაში გათვალისწინებულია ცხოვრებისეული პროცესების შეღწევა ერთიდან მეორეში, ადამიანისა და ბუნების მჭიდრო კავშირი. პროექტი მიძღვნილია ადამინის ცხოვრებისადმი, ციკლურობისადმი, სამყაროს წრებრუნვისადმი“, – ნათქვამია გამოფენის ანონსში.

34 წლის მარია ჩუბაროვა მრავალმხრივი მხატვარია. იგი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა აკრილი, ბოდიარტი, კოლაჟი, ციფრული გრაფიკა, აკრილი. მისი ნახატების გმირები არიან შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები: ნინო ქათამაძე, ეველინა ბლედანსი, ვერა ბრეჟნევა და სხვა. 

„თითოეულ ჩვენგანს საკუთარი სამყარო აქვს – სამყარო, რომელსაც ჩვენ ჩვენთვის ვქმნით. ზოგი წარმოაჩენს, ზოგი კი უცხო თვალისგან მალავს... ზოგი ცდილობს  საკუთარი  ცხოვრება საზოგადოებისგან დაიცვას და სხვა მხარე წარმოაჩინოს. ამ სამყაროში ჩვენ მშვენივრად ვგრძნობთ თავს, ესაა ჩვენი რეალობა.  და მე მინდა ჩემი რეალობა, ჩემი წარმოსახული სამყარო სხვებისთვის თვალსაჩინო გავხადო“, – განაცხადა მარია ჩუბაროვამ.

გამოფენა 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გალერეის მისამართია: ზვიად გამსახურდიას ⅕.