თბილისში იმართება საერთაშორისო სამოდელო კონკურსი ბავშვებსა და მოზარდებს შორის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სამოდელო ჩვენების ფოტოები
ღონისძიება სახელწოდებით Top Teen and Child Model of The Planet – 2018 უკვე მეორეჯერ იმართება თბილისში. კონკურსში მონაწილეობისათვის, რომელიც 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ტარდება, საქართველოში 150 ადამიანი ჩამოვიდა 20 ქვეყნიდან - მონაწილეები, მათი მშობლები, სამოდელო კონკურსების დირექტორები, დიზაინერები და ჟიურის წევრები.
ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტი და რადიო Sputnik-საქართველო.