გურამ პეტრიაშვილი: როცა ბათუმში ერთმა ქალმა ეს მიწოდა - კინაღამ გული წამივიდა

გურამ პეტრიაშვილი გადაცემაში „ჩაის თემა“ ქართველების და ევროპელების სიკვდილისა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს.
Sputnik

„მე არ მიყვარს თანამედროვე ევროპა - ეგენი შოპინგისტები არიან, ანუ თუკი რამე იყიდეს, იმ დღეს კარგად არიან“- ამბობს მწერალი გურამ პეტრიაშვილი.

გურამ პეტრიაშვილი- მწერალი, რეჟისორი, მსახიობი. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი და ტელესტუდიის ოპერატორი. გადაღებულია ფილმებში: "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" , "მე დავბრუნდები", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ადამიანთა სევდა“, "ელისა და რარუს თავგადასავალი", "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა"  და სხვ.