გორში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და ნაგროვები პენსია წაართვეს

შემთხვევა სოფელ ატენში მოხდა.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბიძა-დისშვილი: 34 და 41 წლის დამნაშავეები ძარცვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სოფელ ატენში 84 წლის მოხუცს თავისმა შვილმა და შვილიშვილმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გაძარცვეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვა), რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.