ინტოქსიკაცია წყალტუბოს საბავშვო ბაღში - 11 ბავშვი საავადმყოფოში მკურნალობს

მშობლების განცხადებებით, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში 11 ბავშვი მოიწამლა, ისინი ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მშობლების განცხადებებით, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ.

ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტების ნაწილს უკვე დაუდგინდა კვებითი ინტოქსიკაცია, რაც, სავარაუდოდ, რძის ნაწარმის ან ბოსტნეულის მიღებას უკავშირდება.

გეგუთში გაემგზავრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძე, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნობა.