„გამარჯობა სიყვარულის ქალაქიდან" – სად ატარებს ბერა ივანიშვილი თაფლობის თვეს

სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოზე წყვილი ეიფელის კოშკის ფონზე პოზირებს.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. პოპულარული ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე თაფლობის თვეს პარიზში ატარებენ.

მილიარდერისა და საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილმა სოციალურ ქსელში ეიფელის კოშკის ფონზე გადაღებული ფოტო განათავსა.

ბერას რჩეულის პორტრეტი: ვინ მოიყვანა ცოლად საქართველოს ყველაზე მდიდარმა საქმრომ>>>

„დიდი მადლობა თბილი მოლოცვებისთვის სიყვარულის ქალაქიდან", – დაწერა მომღერალმა.

პარიზში გადაღებული ფოტოები განათავსა ნანუკა გუდავაძემაც. გოგონამ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც წყვილი ხელგადახვეული ღამის პარიზში სეირნობს.

იმის შესახებ, რომ 23 წლის ბერა ივანიშვილი სასურველი სასიძოების სიას გამოაკლდა, ამ დღეებში გახდა ცნობილი, როდესაც რეპერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით And she said yes (და მან თქვა "კი").

ამჟამად დანამდვილებით არავინ იცის, ბერა და ნანუკა დაინიშნენ თუ უკვე დაქორწინდნენ. ჟურნალისტებმა წყვილი დააქორწინეს ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე, მაგრამ მაშინ არც ბერას, არც ნანუკას რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. პარიზში ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება კი ერთგვარად იმაზე მეტყველებს, რომ ახალგაზრდებმა ქორწინება დაარეგისტრირეს.

One Of These Tomorrows – ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი

პირველი, რაც გახდა ცნობილი ბერა ივანიშვილის რჩეულის შესახებ, არის ის, რომ იგი ყოფილი მოდელი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ. ნანუკა გუდავაძეზე ასევე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტში აქვეყნებს. ყველა მის ვიდეოს მილიონობით მნახველი ჰყავს. 2010 წლიდან მუსიკოსს აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია სახელწოდებით Dream.