მეუფე იაკობი: სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი“ ხუმრობით ვთქვი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საუბრობს იმაზე, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება მას არ ეხება. ილია მეორემ 19 სექტემბერს სასულიერო პირებს პოლიტიკოსების არაკორექტულად მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
Sputnik

„პატრიარქის მიმართვა მე საერთოდ არ მეხება. მის მოწოდებაში გამახვილებული იყო ყურადღება იმ მღვდლებზე, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ – ან არ დაუჭიროთ მხარი კონკრეტულ პიროვნებას, მტერია და ა.შ... სალომეზე რაც ვთქვი, ვიხუმრე, ეს იყო ხუმრობის ფორმა“, – ამბობს მეუფე იაკობი.

ეპისკოპოსმა ასევე განმარტა, რომ მღვდელმთავარი სრულიად დამოუკიდებელი პიროვნებაა და თავის ეპარქიაში აბსოლუტური ძალაუფლება აქვს.