გია მურღულია: რუსთველმა გააკეთა ისეთი რამ, რაც თავის დროზე არ მოეწონა ქართულ სახელმწიფოს

გია მურღულია შოთა რუსთაველის ფენომენზე და ქართველებისთვის მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik

„სულ მიკვირს, როგორ მოახერხა სახელმწიფოსა და რელიგიისგან უარყოფილმა პერსონამ მთლიანად დაუფლებოდა ჩვენ ცნობიერებას?!“ – ამბობს გია მურღულია გადაცემაში „ჩაის თემა“.

გია მურღულია – პედაგოგი, მეცნიერი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის მფლობელი. 1982-1990 წლებში თბილისის 23-ე, მე-18 და მე-6 საშუალო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. 1990-2000 წლებში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორად მუშაობდა. 2007 წლიდან საგანმანათლებლო ჟურნალების "ქართული სიტყვა" და "სკოლის მართვა" დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი გახლდათ. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.