გარდაიცვალა ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი

ჩან დაი კუანგი ვიეტნამის პრეზიდენტი 2016 წლის აპრილში გახდა.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი, იუწყება РИА Новости სააგენტო "ფრანს-პრესზე" დაყრდნობით.

ვიეტნამის პრეზიდენტი საავადმყოფოში დღეს, დილით, ადგილობრივი დროით 10:05 საათზე გარდაიცვალა, იუწყება ვიეტნამის ახალი ამბების სააგენტო (VNA).

ადგილობრივი გაზეთის VnExpress მონაცემებით, მიუხედავად ადგილობრივი და უცხოელი ექიმების მცდელობისა, პოლიტიკოსი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ჩან დაი კუანგი 1956 წლის 12 ოქტომბერს ვიეტნამის ჩრდილოეთით, ნინბინის პროცინციაში დაიბადა. კარიერის დასაწყისში იგი შსს-ში მსახურობდა, შემდეგ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ, რომელსაც მოგვიანებით სათავეშიც ჩაუდგა. იგი იყო ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების კადრის ოფიცერი, მიიღო იურისპრუდენციაში სწავლული დოქტორის ხარისხი, 2006 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კოიტეტის წევრი, 2011 წლიდან კი ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი. 2016 წლის აპრილში ჩან დაი კუანგი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

 

G
M
T
      
Звуковая функция ограничена 200 символами