ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 21 სექტემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 21 სექტემბრის პროგნოზზე.
Sputnik

„21 სექტემბერი ცეცხლოვანი დრაკონის დღე გახლავთ. ამ დღეს მოერიდეთ სპორტის აქტიურ სახეობებს. კარგი დღეა მიწათმოქმედებისთვის. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დაკავდით ეკლესიაში ლოცვითა და ქველმოქმედებით“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის თქმით, არასასურველი დღეა ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.