ხანძარი თემქაზე: დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართობი

ხანძრის ჩაქრობას ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.