ფილიპინებში მეწყრის შედეგად ასამდე ადამიანი ნანგრევებში აღმოჩნდა

მეწყერმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ფილიპინების სებუს პროვინციის ქალაქ ნაგაში ხუთშაბათს, დილით მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხოლო დაახლოებით ასი, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ტაილანდის 37 პროვინციაში წყალდიდობასა და მეწყერებს ელოდებიან

მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მან ათობით სახლი ჩაიტანა.

ადგილობრივი მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშველებმა ადგილზე ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოჩინეს. მათ შორისაა 4 წლის ბავშვი. გადაარჩინეს ოთხი ადამიანი.

როგორც მაშველები აცხადებენ, გადარჩენილების პოვნის იმედი ჯერ კიდევ აქვთ, რადგან დილით მათ მიიღეს შეტყობინება ექვსსულიანი ოჯახისგან, რომ ცოცხლები არიან, მაგრამ ნანგრევებში მოყვნენ.