სლოვაკეთში სამხედრო წვრთნების დროს სამი სამხედრო დაშავდა

დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო წვრთნებზე „სლოვაკური ფარი 2018" ტანკ Abrams-ის ავარიის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სლოვაკეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

წვრთნები სლოვაკეთის ცენტრალურ ნაწილში Lešt-ის სამხედრო პოლიგონზე ტარდება.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია, განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

როგორც მან დასძინა, შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომხდარი ავარიის გამოძიება საწყის სტადიაზეა და საუბარი სლოვაკ სამხედროებზე არ მიდის.