ძლიერმა სეტყვამ გურჯაანი დააზარალა

სეტყვისგან მიყენებულ ზარალის ოდენობას გურჯაანის მერიაში არსებული სპეციალური კომისია დაადგენს
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სამი სოფელი დააზარალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ძლიერმა სეტყვამ ასპინძა დააზარალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, არაშენდასა და ჩალაუბანში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ვენახების ნაწილი, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

სეტყვისგან მიყენებულ ზარალის ოდენობას გურჯაანის მერიაში არსებული სპეციალური კომისია დაადგენს, რომელიც მუშაობას ხვალ შეუდგება.

სეტყვამ კახეთი 18 აგვისტოსაც დააზარალა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, მატანსა და ქისტაურში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა.