საქართველოში განქორწინებები გახშირდა

ყველაზე მეტი განქორწინება დედაქალაქში ხდება.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დარეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობამ წლის პირველ ნახევარში 5 ათასს გადააჭარბა, რაც 2,8%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ასეთი მონაცემებია მოტანილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ყველაზე მეტი განქორწინება დაფიქსირდა თბილისში — 1,9 ათასი ფაქტი, ხოლო ყველაზე ნაკლები — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც იანვარ-ივნისში დაახლოებით 40 წყვილი განქორწინდა.

საქართველოში შობადობა 5,6%-ით შემცირდა

ამასთან, მიმდინარე წლის ექვს თვეში დაქორწინებების რიცხვი შემცირდა 1,9%-ით და 10,3 ათასზე მეტი შეადგინა.

ყველაზე მეტი ქორწინება დარეგისტრირდა თბილისში — 2,9 ათასზე მეტი; ყველაზე ნაკლები კი ისევ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — დაახლოებით რვა ათეული ფაქტი.

როგორც უფრო ადრე დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ განმარტა, ქორწინებების რაოდენობის შემცირება იმას უკავშირდება, რომ ქართველებს "ევროპული" გვიანდელი ქორწინებების პრაქტიკა მოსწონთ და საქართველოშიც ეს თანდათანობით ინერგება. ეს აიხსნება სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტით, ქალების ემანსიპაციით, ახალგაზრდობის გვიან "დაღვინებითა" და თავის დამკვიდრების ხანგრძლივი პერიოდით.