ქართველმა ჩოგბურთელმა მეცის ტურნირზე წარმატება მოიპოვა

Moselle Open-ზე ბასილაშვილი მეხუთე ნომრადაა განთესილი.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (37-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგში) სერია АТР 250 Moselle Open-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, რომელიც მეცში (საფრანგეთი) ამ დღეებში იმართება.

ქართველმა ჩოგბურთელმა US Open-ის ისტორია გადაწერა

წყვილების შეჯიბრის პირველ წრეში ბასილაშვილისა და რუმინელი რადუ ალბოტის ტანდემმა ფრანგი უგო უმბერტისა და ჟო-ვილფრედ ცონგას დუეტი სამ პარტიაში დაამარცხა - 5:7, 6:4, 10:8.

შემდეგ რაუნდში გასასვლელად ბასილაშვილი-ალბოტის წყვილი გრეგუარ ბარერე/ლუკ პუიეს (საფრანგეთი) და კენ სკუპსკი/ნილ სკუპსკის (დიდი ბრიტანეთი) წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრებებს, პირველ შეხვედრას ბასილაშვილი 18 სექტემბერს 31 წლის ფრანგ კენი დე სხეპერთან (186) გამართავს.

ჩოგბურთელები კორტებზე ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ. ორი წლის წინ მონპელიეს ტურნირზე სხეპერმა სამ სეტში გაიმარჯვა - 4:6, 7:6, 6:3.

აღსანიშნავია, რომ Moselle Open-ზე ბასილაშვილი მეხუთე ნომრადაა განთესილი.