ნიკოლოზ რაჭველი: ბავშვობაში ჩემი საყვარელი პერსონაჟები იყვნენ ჩებურაშკა და ნიანგი გენა

ნიკოლოზ რაჭველი სატელევიზიო გადაცემაში ბავშვობის წლებზე საუბრობს, როდესაც ყოველ შაბათს ოპერის თეატრს სტუმრობდა.
Sputnik

„ხასიათი და ორიენტირები ჩემ შემოქმედებაში ედუარდ უსპენსკის ამ ზღაპრის გავლენით ჩამომიყალიბდა“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

ნიკოლოზ რაჭველი – ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი. 2001 წელს მას გადაეცა კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.