თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ნიგერიის მთავრობა აცხადებს ეროვნული კატასტროფის შესახებ – ქვეყნის ოთხ შტატში (კოგი, ნიგერი, ანამბრა და დელტა) წყალდიდობამ უდიდესი ტრაგიკული შედეგები გამოიწვია, დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ეროვნული კატასტროფის გამოცხადების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება Twitter-ში განათავსა.
როგორც გამოცემა Africa News იუწყება, სხვა შტატები დაკვირვების ქვეშ არიან. საძიებო და სამაშველო სამუშაოებისთვის გახსნილია დახმარების ხუთი ცენტრი. ამას გარდა, მთავრობამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების სამედიცინო დახმარებისთვის სამი მილიარდი ნაირი (დაახლოებით 8,2 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო.