უკედლო საკლასო ოთახები: მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სკოლები

Sputnik

სკოლა ყოველთვის არ გულისხმობს დახურულ შენობას, დერეფნებს, კაბინეტებსა და რიგში ჩაწყობილ მერხებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სასწავლო დაწესებულებები, სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა.

პლანეტის სკოლების უმეტესობა ერთმანეთს ბევრ რამეში გავს — მოსწავლეები დილით მიდიან სკოლაში, შუადღის შემდეგ კი საშინაო დავალებებით სახლში ბრუნდებიან. თუმცა არსებობს უჩვეულო და უნიკალური სკოლები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება გავრცელებული სტანდარტებისგან.

1 / 10
ნიგერიის ქალაქ მაკოკაოს ერთ-ერთ სანაპიროზე გახსნილია მცურავი სკოლა. სკოლაში, საკლასო ოთახების გარდა, არის სივრცე სათამაშოდ და სასეირნოდ
2 / 10
რომში არსებობს გლადიატორთა სკოლა. აქ ასწავლიან გლადიატორული ბრძოლის ყველა წვრილმანს. თეორიის ათვისების შემდეგ, მოსწავლეები არენაზე გადიან და მეტოქეს უპირისპირდებიან
3 / 10
აბოს დაწყებითი სკოლა შეერთებულ შტატებში ცივი ომის პერიოდში აშენდა. ქალაქი არტეზიას ხელისუფლებამ გადაწყვიტა აეშენებინა სკოლა, რომელიც ბირთვული შეტევის შემთხვევაში თავშესაფრის როლსაც მოირგებდა
4 / 10
სტივ ჯობსის სახელობის სკოლაში მოსწავლეებს საკუთარი iPad აქვთ, აქ არიან მწვრთნელები მასწავლებლების მაგივრად და დაწესებულია გაკვეთილების თავისუფალი გრაფიკი. Business Insider-ის ვერსიით, ეს სკოლა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ სკოლებს შორის მე-13 ადგილს იკავებს რეიტინგში
5 / 10
სანტა-კლაუსების სრული ციკლით მომზადების პირველი სკოლა მსოფლიოში 1937 წელს გაიხსნა. სანტა-კლაუსები და "სნეგუროჩკები" აქ სწავლობენ ხის სათამაშოების კეთებას, ზღაპრების თხრობის ხელოვნებას და მარხილით გადაადგილებას, ასევე კვებავენ ჩრდილოეთის ირმებს
6 / 10
მწვანე სკოლა ბალის ტყეში ზღაპრულ სოფელს გავს. აქ ბავშვებს არ აიძულებენ სწავლას, ისინი თავად ისურვებენ სიახლეების გაგებას. საკლასო ოთახებში არ არის კედლები, გაკვეთილები ღია აუდიტორიებში ტარდება
7 / 10
წელიწადში ორჯერ ბანგლადეშში წყალდიდობა ხდება, რის გამოც მილიონობით მოსახლე გარესამყაროს წყდება, არ აქვთ ელექტროენერგია და პირველადი საჭიროების ნივთები. სკოლაში მისვლა ბავშვებისათვის ამ დროს შეუძლებელია. წყალდიდობით გამოწვეულ პრობლემებთან საბრძოლველად არაკომერციულმა ორგანიზაციამ ბრწყინვალე გამოსავალი მონახა - მცურავი სახლები, სამედიცინო ცენტრები და სკოლები
8 / 10
დონგზჰონგ მიდი - დაწყებითი სკოლა ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუს სოფელ მიაოს მთის გამოქვაბულში. ეს პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონია. 1984 წელს ადგილობრივმა საზოგადოებამ გადაწყვიტა სკოლა გამოქვაბულში აეშენებინათ. აქ საკმარისი ადგილი აღმოჩნდა 9 მასწავლებლისათვის და დაახლოებით 200 მოსწავლისათვის
9 / 10
ინდოეთში მოხალისეებმა ნიუ-დელის ერთ-ერთი სარკინიგზო ხიდის ქვეშ სკოლა მოაწყვეს სპეციალურად ღარიბი ოჯახის შვილებისათვის. სკოლაში ასწავლიან მათემატიკას და ინგლისურ ენას. ეს ღია ცის ქვეშ მდებარე სკოლა ბავშვების უკეთესი მომავლის ერთადერთი იმედია
10 / 10
ორესტადის გიმნაზია კოპენჰაგენში open space პრინციპითაა აშენებული. სკოლის მოსწავლეები დიდ მინის კუბში მეცადინეობენ. კუბის ყველა სართული მრგვალი კიბით უკავშირდება ერთმანეთს.შესვენებაზე ბავშვები ბალიშებზე ისვენებენ და უყურებენ ჭერს, რომელიც ვარსკვლავიანი ცის მსგავსია