თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, ლანჩხუთში ძლიერი წვიმით გამოწვეული ზარალი 2 მილიონ ლარს შეადგენს, იუწყება პირველი არხი.
რაიონში დაზიანდა 100-მდე კერძო სახლი, 20-ზე მეტი ხიდი, განადგურებულია თხილის პლანტაციები.
რაიონის ყველა სოფელში, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონაში, დანგრეული შიდა გზები. ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას პირადად ეცნობიან.
გუშინ დილით ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა მეწყერი, რის შედეგად რაიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
უამინდობის მიუხედავად, სასწავლო პროცესი დღეს სოფელ შრომისუბნის გარდა, რაიონის ყველა სკოლაში დაიწყო. რესურს-ცენტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის თქმით, ამ სკოლის ეზო დაიტბორა, რის გამოც სწავლის დაწყება დღეისთვის გადაიტანეს.