თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა რვა ადამიანი

ავტოავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ანტალიიდან ესქიშეჰირისკენ მოძრავი სარეისო ავტობუსი ცენტრალურ თურქეთში, აფიონკარაჰისარის პროვინციაში გადაბრუნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

სამი დიდი ავტოავარია თურქეთში: დაიღუპა ექვსი, დაშავდა 78 ადამიანი

ავტოავარიის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, 28 - დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტობუსი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, გზატკეცილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.