საქართველოში ორი წლის განმავლობაში 22 მშობიარე გარდაიცვალა

ყველაზე მეტი ლეტალური შედეგი მშობიარობის შემდეგ დედაქალაქში დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2015-2016 წლებში მშობიარობის შემდეგ 22 ქალი გარდაიცვალა, ასეთია დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემები.

აღნიშნულ პერიოდში თბილისში გარდაიცვალა შვიდი მშობიარე. შემდეგ მოდის აჭარა - ექვსი ქალი. მესამე ადგილზეა იმერეთი - ოთხი მშობიარე.

ბათუმელმა ქალმა პირველი შვილი 50 წლის ასაკში გააჩინა

მშობიარეთა დაღუპვის 2017 წლის მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო 2018 წლისა - გაისად.

საქართველოში ორსულები უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის წყალობით ორსულებს შეუძლიათ უფასოდ მიმართონ კონსულტაციისთვის გინეკოლოგს, გაიკეთონ ექსკოპია, ანალიზები და სხვა კვლევები, ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს.

პროგრამის მთავარი მიზანია სიკვდილიანობის შემცირება ბავშვებსა და დედებს შორის, ნაადრევი მშობიარობის, თანდაყოლილი ანომალიების შემცირება; ორსულებზე ეფექტური დაკვირვება ცხრა თვის განმავლობაში; მათთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების, მათ შორის მედიკამენტების წარდგენა.