საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია დაზარალებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისთან ახლოს, სოფელ ნორიოსთან (რუსთავიდან 18 კილომეტრში) 2,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათ ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები 08:17 საათზე დაფიქსირდა.

რხევების ამპლიტუდა სუსტი იყო, ამიტომ მსხვერპლი და ნგრევა ამ ბიძგებს არ მოჰყოლია.