ახალი სასწავლო წელი საქართველოში

Sputnik

საქართველოს სკოლებში 17 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში პირველკლასელების სკოლაში წასვლის სურათები

საქართველოს სკოლებმა ზაფხულის არდადეგების შემდეგ მუშაობა განაახლეს. ბოლო წლების ტრადიციის მიხედვით, სასწავლო წელი ქვეყანაში სექტემბრის შუა პერიოდში დაიწყო.

1 / 12
წელს სკოლაში პირველად 56 ათასი ბავშვი წავიდა
2 / 12
სასწავლო წელი საქართველოს ყველა სკოლაში ტრადიციულად სექტემბრის შუა პერიოდში დაიწყო
3 / 12
2018 წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 50,2 ათასზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა, კერძოებში კი - 5,8 ათასზე მეტი
4 / 12
ბევრ სკოლაში პირველკლასელებისათვის ნამდვილი დღესასწაული გაიმართა
5 / 12
მზიანი და თბილი ამინდი სადღესასწაულო განწყობას უფრო ამაღლებდა
6 / 12
პირველკლასელები მშობლებთან ერთად სკოლებში მიიჩქაროდნენ, პედაგოგები კი მათ ეგებებოდნენ
7 / 12
ასე შეეგებნენ უფროსკლასელები პირველკლასელებს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში
8 / 12
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელი ამზადებს საკუთარ შვილს სკოლისათვის, პირველი დღე მათთვის მაინც საოცარი, დაუვიწყარი და ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსეა
9 / 12
პირველკლასელებს წინ ბევრი რამ ელით, თუმცა მანამდე ისინი უნდა მიეჩვიონ სკოლას, ისწავლონ ყურადღებით ყოფნა, მოსმენა და შრომისმოყვარეობა
10 / 12
ზაფხულის არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნება ზოგ ბავშვს არ უხარია, თუმცა ზოგიერთისთვის ეს ახალ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯებია
11 / 12
ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს უკვე მიულოცეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა
12 / 12
ასეთი საზეიმო განწყობით, ნათელი ფერებითა და საჰაერო ბურთებით შეეგებნენ სკოლები პირველკლასელებს