„მიშიკო შენგელიამ ზაურ ბოლქვაძეს უთხრა დეიწყე ბიჭო რაცხაო! და ზაურ ბოლქვაძემ თავისი ზეღვთაებრივი ხმით მრავალჟამიერი დაცხო“ - იხსენებს კახი კავსაძე.
კახი კავსაძე - საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი. 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. თეატრში არა ერთი სახასიათო როლი აქვს შესრულებული, 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია.