რუსთავში მატარებელი მიკროავტობუსს შეჯახა

თვითმხილველთა განცხადებით, მგზავრებმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რუსთავი-გაჩიანის სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებელი სადისტრიბუციო მიკროავტობუსს შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველთა განცხადებით, მგზავრებმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.