ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტურისტების გაქურდვისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, — ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.