ეკლესიამ საქართველოში კანაფის წარმოების საკითხი დაბლოკა

სამღვდელოების პროტესტმა შედეგი გამოიღო: საქართველოს ხელისუფლებამ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტი შეაჩერა
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გადადო კანონპროექტის განხილვა, რომელიც კანაფის მოყვანას და მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე გატანას დაარეგულირებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.

სასულიერო პირებმა საკრებულოს წინ კანაფის წარმოების ლეგალიზება გააპროტესტეს >>

საქართველოს მთავრობის ინიციატივამ კანაფის მოყვანის ლეგალიზების შესახებ ექსპორტის მიზნით, რომელსაც მანამდე მარიხუანის შეძენის დაშვება უსწრებდა წინ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უკმაყოფილება გამოიწვია. ეკლესიის პოზიციის გამო დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმაც მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

კანაფი საქართველოში - მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება

კობახიძის თქმით, მომავალ კვირაში პარლამენტი დაიწყებს ცვლილებების განხილვას, რომლებიც მარიხუანის მოხმარებას ეხება. მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება საქართველოში ივლისის ბოლოს მოხდა — შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ამის შემდეგ შსს-მ გაავრცელა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარების შეზღუდვას და საექსპორტოდ მისი კულტივირების დაშვებას გულისხმობს.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, ორ ნაწილად გავყოთ საკითხები. შსს-ს თხოვნით იმ საკითხის განხილვას დავიწყებთ, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას ეხება. დღეს საქართველოში ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ჩვენი ამოცანაა, ამ ვაკუუმის შევსება. მომავალ სასესიო კვირას იმ ცვლილებების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას ეხება. რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო პაკეტს, მცენარე კანაფის კულტივაციას, აქ არ გვეჩქარება“, — განაცხადა კობახიძემ.

HRW საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ეხმაურება >>

საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხზე უნდა იყოს ერთიანი აზრი, ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

„საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გვქონდა, ეს კონსულტაციები გაგრძელდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა კობახიძემ.