სისხლიანი ძალადობა ოჯახში - 64 წლის მამამ შვილს დანით ჭრილობები მიაყენა

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზესტაფონის რაიონში 64 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დიღმის მასივში 16 წლის ბიჭი დანით მძიმედ დაჭრეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 44 წლის შვილს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში დაკავებული სამი პირის მიმართ გამოძიება ოჯახის დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით, რაც ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარას გულისხმობს.