სოლოლაკში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სოლოლაკში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

თბილისში ავეჯის საამქრო იწვის

ხანძარი ლადო ასათიანის ქუჩაზე დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ოთახი, დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი ფართობი  დაიწვა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.