პრესკონფერენცია: „უძრავი ქონება საქართველოში – რისკები და სარგებელი“

პრესკონფერენცია თემაზე „უძრავი ქონება საქართველოში – რისკები და სარგებელი“ „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ორშაბათს, 17 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

საქართველოში სექტემბრის შუა რიცხვებში  უძრავი ქონების, მიგრაციისა და ინვესტიციებისადმი მიძღვნილი პირველი დახურული გამოფენები GEOREX Batumi 2018 და  GEOREX Tbilisi 2018 გაიმართა.

 ღონისძიების მთავარი მიზანი – უძრავი ქონების სფეროს საერთაშორისო საზოგადოებისთვის  ქართული ბაზრის პერსპექტივების გაცნობაა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი  GEOREX–ის საინფორმაციო პარტნიორია.

საცხოვრებელი სახლის შეძენისას რაზე უნდა მოხდეს ყურადღების მიქცევა? მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართის შეძენის მსურველებმა როგორ უნდა დაიცვან თავი, რომ არ დარჩნენ მოტყუებული? ბოლო პერიოდში რატომ გახდა პოპულარული  სასტუმროს ტიპის კომპლექსებში აპარტამენტების შეძენა? რის მიხედვით ხდება თბილისის შემოგარენში და საქართველოს მსხვილ ქალაქებში უძრავ ქონებაზე ფასის დიფერენცირება?

ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებზე პასუხს  პრესკონფერენციის მონაწილეები უპასუხებენ:

— Global Promotion Group–ის გენერალური დირექტორი გიორგი გოჩელეიშვილი;  

—  კომპანია Hochbau–ის დირექტორთა საბჭოს წევრი ჯამალ ჰერმასი.  

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული. ტელ: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.