პერუში 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. პერუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში პარასკევს 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება РИА Новости აშშ-ის (USGS) გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.

ბიძგები ქალაქ კონტამანადან 64 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 150,4 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულია.