თბილისის პოლიციას ახალი შეფი ჰყავს

საქართველოს ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები გრძელდება
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გაგა კირკიტაძე დანიშნა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი გაგა კირკიტაძის ნაცვლად ლაშა გოგნიაშვილმა დაიკავა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 189 პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება >>

კირკიტაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილი შეცვალა, რომელიც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს 2016 წლის იანვრიდან იკავებდა.

განათლების მინისტრი: სისტემური პრობლემები ახლავე ჩანს

გაგა კირკიტაძე აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მისი ადგილი ლაშა გოგნიაშვილმა დაიკავა.

ბოლო პერიოდში გახარიას უწყებაში რამდენიმე საკადრო ცვლილება მოხდა. აგვისტოს შუა რიცხვებში შს მინისტრმა როტაციის ფარგლებში აჭარისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები დანიშნა. აჭარის პოლიციას შსს-ს პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი ჩაუდგა სათავეში. შიდა ქართლის პოლიციის დირექტორის პოსტი კი ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა საღარეიშვილმა დაიკავა.