თბილისში ავეჯის საამქრო იწვის

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქრო იწვის, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ყოფილი კიროვის ქარხანაში დაიწვა 300 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.