ჩარკვიანი: არ ვიცი სიყვარულს ნიჭი უნდა, თუ უბრალოდ გარემოებები არ უწყობს ხოლმე ხელს

ქართველი დიპლომატი და ფილოლოგი გელა ჩარკვიანი სიყვარულზე საუბრობს.
Sputnik

„სიყვარული ისეთი რამეა, რომ ყველას არ აქვს ცხოვრებაში. არ ვიცი ამას ნიჭი უნდა, როგორც მათემატიკას, მუსიკას, თუ უბრალოდ გარემოებები არ უწყობს ხოლმე ხელს. რასაკვირველია, ამ დროს ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. სიყვარული მოდის უფრო ახალგაზრდა ასაკში. მე დავქორწინდი, როცა ვიყავი 20 წლის. შევხვდით, როცა ვიყავი 18 წლის. ჩემთვის წარმოუდგენელია თანაცხოვრება დიდი სიყვარულის გარეშე“, — ამბობს გელა ჩარკვიანი.

ის არ გამორიცხავს, რომ სიყვარულის შესანარჩუნებლად დროდადრო საჭირო იყოს კონფლიქტებიც, ეჭვიანობაც, რადგან ეს ყველაფერი მუხტავს სიყვარულს.