იალბუზი, მონბლანი და სხვა ლეგენდარული მწვერვალები ყოველ წელს ასობით მამაც მთამსვლელს იზიდავს. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში სურათები, თუ სად ჩერდებიან ღამით მწვერვალების დაპყრობის მოყვარული ექსტრემალები.
ბევრი ფიქრობს, რომ ისეთი თავგადასავლები, როგორიცაა მწვერვალის დაპყრობა, ავტომატურად კარავში გათენებას და სხვადასხვა დისკომფორტს უკავშირდება, თუმცა სინამდვილეში ეს დიდი ხანია ასე აღარაა. ცნობილ მწვერვალებთან ახლოს ყველა მომავალი მოგზაურისა და ექსტრემალისთვის უკვე არსებობს მყუდრო თავშესაფარი.