სტადიონი და ატრაქციონები: ქობულეთში ახალი პარკი გაჩნდება

ქობულეთელებისა და მისი სტუმრებისთვის დასვენების ახალი ზონა გაჩნდება.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ქობულეთში ააშენებენ პარკს, რომლის სიგრძე 850 მეტრი იქნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტის თანახმად, ახალი პარკის ტერიტორიაზე იქნება სტადიონი და ატრაქციონები. პროექტის რეალიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

აჭარა ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ის საკურორტო ზონების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბათუმის შემდეგ ყველაზე პოპულარული ქობულეთია, სადაც ნებისმიერი ადამიანი იპოვის გართობისა და დასვენების მისთვის სასურველ სახეობას.