თბილისში შავი და კასპიის ზღვების რეგიონებიდან ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპოტირების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
დღეს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "Argus შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2018" დაიწყო. ღონისძიება აერთიანებს სანავთობე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ტერმინალებს, ასევე საწვავისა და მშრალი ტვირთების მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის ორგანიზატორია კომპანია Argus Media. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო 2018 წელს კონფერენციის საინფორმაციო პარტნიორია.