ასათიანი: 16 წლის გოგონა როდესაც თხოვდება და ჰყავს შვილები, 10-15 წელს ატარებს ტყვეობაში

ჟურნალისტი მაია ასათიანი საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია ქალს ჰქონდეს განათლება, საკუთარი პროფესია და სამსახური.
Sputnik

„ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. 16 წლის გოგონა როდესაც თხოვდება და ყავს პატარა შვილები, 10-15 წელს ატარებს ფაქტიურად ტყვეობაში. არ აქვს არანაირი შრომითი გამოცდილება, არ აქვს პროფესია, განათლება. სამწუხაროდ ის გარე სამყაროს საერთოდ არ იცნობს“, ამბობს ასათიანი.

ჟურნალისტის თქმით, როცა ქალს არ აქვს პროფესია და საკუთარი შემოსავალი, ძალიან ხშირად ამ მიზეზით იტანს არაერთ დამცირებას ძალადობას და ა.შ.