თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 2018 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 9,4%-ით გაიზარდა და 389,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.
ყველაზე მეტი ინვესტიცია აპრილიდან ივნისის ჩათვლით შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან და ნიდერლანდებიდან, ხოლო დარგებიდან ლიდერობს ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ფინანსური სექტორი.
ამავდროულად, ინვესტიციების მოცულობა პირველ ნახევარში შემცირდა - საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში შემოვიდა 676,2 მლნ დოლარი, რაც 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
წლის პირველ ნახევარში უმსვილესი ინვესტორები არიან აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები, ხოლო ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ფინანსურ, ენერგეტიკულ და სამშენებლო სექტორებში.