აშშ-ის შტატებს ქარიშხალი „ფლორენსი" უახლოვდება: ტრამპმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

სამხრეთ კაროლინაში დაწყებულია ევაკუაცია. საკუთარი სახლი 1 მილიონამდე ადამიანმა უნდა დატოვოს
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რადგან ამ შტატებს საშიში ქარიშხალი „ფლორენსი" უახლოვდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეთრ სახლზე დაყრდნობით.

ქარიშხალი, წყალდიდობა და მეწყერი ვიეტნამში: მსხვერპლი - 27 ადამიანი

ტრამპმა ქარიშხლის დახვედრის მზადების საკითხები გუბერნატორებთან განიხილა.

სამხრეთ კაროლინაში დაწყებულია ევაკუაცია. საკუთარი სახლი 1 მილიონამდე ადამიანმა უნდა დატოვოს.

ქარიშხალი „ფლორენსი" მეოთხე, საშიში კატეგორიით აშშ-ის ატლანტიკის სანაპიროს უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, იმის ალბათობა, რომ ქარიშხალი სანაპიროს ხუთი დღის განმავლობაში დაატყდება თავს, ამჟამად 90%-ზე მეტია.