საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადადგან.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიღო, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში სამუშაო ვიზიტით — თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.

„ქართველია“ თუ „საქართველია“ – ლიტვაში საქართველოს დასახელებაზე მსჯელობენ

შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების დაცვისა და უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადადგან.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში.