ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდებიან

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზაში 11 000 მოქმედი მეზღვაურია რეგისტრირებული.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

მემორანდუმს, რომელიც ქართველ მეზღვაურებს ამის  საშუალებას მისცემს, ბათუმში 13 სექტემბერს მოეწერება ხელი. 

„2013 წლიდან, როდესაც ჩვენ დავიბრუნეთ ევროკავშირის აღიარება, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გავაფორმოთ მემორანდუმები. ქართველ მეზღვაურებს მივცეთ შესაძლებლობა, ევროკავშირის დროშიც ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ“, — განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

День моряка отметили в Батуми

რჩება რამდენიმე ქვეყნა, რომლებთანაც ქართული მხარე მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებს. ესენია დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და ჰოლანდია. 

თამარ იოსელიანს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ხელშესახები შედეგი დაიდება და ქართველი მეზღვაურებისთვის დასაქმების არეალი გაიზრდება. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზაში 11 000 მოქმედი მეზღვაურია რეგისტრირებული. 7 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 4 ათასით გაიზარდა.

„ინგლისური ენა ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ვმუშაობთ საზღვაო სასწავლო დაწესებულებებთან ამ კუთხით. შესაძლოა მალე საზღვაო აკადემიაში ორმაგი პროგრამა დაინერგოს, რომელიც ინგლისურენოვანი პროგრამის დამატებას გულისხმობს“, —აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 

მისი თქმით, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, იმისათვის რომ ქართველ მეზღვაურებს ინგლისური ენის ცოდნის პრობლემა არ ჰქონდეთ.