მატჩი საქართველო-ლატვია სავსე სტადიონზე მიმდინარეობს, გოლი ჯერჯერობით არ გასულა

ქართველი ქომაგები საქართველოს გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან, თუმცა მატჩში გოლი ჯერჯერობით არ გასულა
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მატჩი საქართველო-ლატვია სავსე ტრიბუნებით მიმდინარეობს, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი.

ქართველი ქომაგები საქართველოს გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან, თუმცა მატჩში გოლი ჯერჯერობით არ გასულა.

სტადიონზე ბევრი ქალი და ბავშვია, სხვადასხვა ასაკის ქომაგები არიან. ყველა დიდი სამეგობროებით არის მოსული. სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ქართული დროშებით ხელში ქომაგები ნერვიულობენ და თავის გუნდს გულშემატკივრობენ.

„ლატვიელები ხედავენ, რომ უპირატესობა ჩვენს მხარესაა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენები 3:1 მოიგებენ“, — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ერთ-ერთმა ქომაგმა.

ამასობაში სტადიონის გარეთ და ეზოში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული.

უეფას ერთა ლიგის პირველ თამაშში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ყაზახეთს 2:0 მოუგო, ლატვიამ საკუთარ მოედანზე ანდორასთან მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა.