შსს-მ ქუთაისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მსხვერპლმა წინააღმდეგობა გაუწია ბოროტმოქმედს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ქუთაისში 24 წლის ლ. ს. ძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ ქვემო ქართლსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს საათებში, 24 წლის მ.ტ.-ს თავს დაესხა და ხელჩანთის გატაცება სცადა. თუმცა ახალგაზრდა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია ბოროტმოქმედს, რომელმაც განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც  5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.