შავ ზღვაზე კვლავ საშტორმო მგომარეობა გამოცხადდა

ამ წუთებში შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ბანაობა აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა,  ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებგვერდზე  გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე ამ დროისთვის სამ მეტრს აღწევს და შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

მაშველებმა შავ ზღვაზე შტორმის დროს 23 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

„ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“, — აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

აკრძალვა 10 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს. 

შაბათს შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმი იყო, ბანაობა აკრძალული იყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად ადამიანები წყალში მაინც შევიდნენ. მთელი დღის განმავლობაში მაშველებმა 23 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.