საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატების განაცხადების წარდგენის ვადა სრულდება

საქართველოს პრეზიდენტობის მსურველებმა ცესკოს შაბათ საღამომდე უნდა მიმართონ
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 18:00 საათზე დაასრულებს პრეზიდენტობის კანდიდატებად დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღებას, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ პირველი არხის ეთერში.

რეჟისორ გიორგი შენგელაიას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს >>

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატი უნდა იყოს 35 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პარტია ან საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

„8 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის განცხადებით მიმართვის ვადა. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების პროცესი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს არჩევნებზე წელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება

მისი თქმით, ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა, ხოლო ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა. 

„ცესკო-ს თავმჯდომარის სახელზე 41 განცხადებაა შესული. პრეზიდენტობის კანდიდატი წარდგენილი ყავს 22 საინიციატივო ჯგუფსა და 19 პარტიას. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს –  1. მიხეილ გელა სალუაშვილი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” 2. ზვიად ბაღდავაძე. „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო” 3. შალვა ნათელაშვილი “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, — აღნიშნა მიქელაძემ.

რეგისტრაციის გასავლელად კანდიდატებმა ცესკოში სულ მცირე 25 923 მომხრის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.